ახალი სკანდალი თავდაცვის სამინიტროს ირგვლივ. უწყების მაღალჩინოსნებს გამოძიების წინაშე მოუწევთ იმის განმარტება, თუ რას ემსხვერპლა 19 წლის წვევამდელი, სარგის სააკიანი.
ახალგაზრდა ბიჭის ოჯახი სამხედრო მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს, რადგან ირკვევა, რომ მათგან მალულად წვევამდელს ჯერ ოპერაცია გაუკეთეს, 4 დღის შემდეგ კი დასუსტებული ორგანიზმით ისევ ბაზაზე დაბრუნება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაჭერით ემუქრებოდნენ.
სამხედრო ნაწილში დაბრუნებიდან მეორე დღეს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ოჯახი ამტკიცებს, რომ საავადმყოფოში ის უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს, თუმცა ამ დრომდე არავინ ამბობს, რა მოხდა სამხედრო ბაზაზე და რატომ გართულდა ჯარისკაცის მდგომარეობა. გარდაცვლილი სამხედროს მამის თქმით, დამნაშვეები თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები არიან, რომლებმაც მინიმუმ გულგრილობა გამოიჩინეს.
19 წლის სრულიად ჯანმრთელი სარგის სააკიანი სავალადებულო სამხედრო სამსახურს ახალქალაქის ბაზაზე გადიოდა. მოულოდნელად ისე, რომ ოჯახს არც კი შეატყობინეს, წვევამდელი ახალციხის რეფერალურ კლინიკაში საოპერაციოდა გადაიყვანეს. მშობლებმა მხოლოდ ოპერაციის შემდეგ გაიგეს, რომ ის მძიმე მდგომარეობაში იყო.
ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდა ბიჭი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაუდევრობას ემსხვერპლა, რადგან საოპერაციოდ ის გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ექიმებს ასეთი სირთული ოპერაციის გაკეთების გამოცდილება არ ჰქონდათ.
ოპერაციიდან მეოთხე დღეს ახალციხის საავადმყოფიდან სარგის სააკიანი გაწერეს. თუმა მეორე დღესვე თავდაცვის სამინისტრო ოჯახს დაუკავშირდა და მისი სამხედრო ბაზაზე დაბრუნება მოითხოვა, დაემუქრა, რომ თუ წვევამდელი ჯარში არ დაბრუნებოდა, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა. არადა 19 წლის სარგის სააკიანს რებილიტაცის კურსიც კი არ ჰქონდა გავლილი. დედა იძულებული გახდა, რომ ახალი ნაოპერაციები შვილი ჯარში დაებრუნებინა.
სამხედრო ნაწილში დაბრუნებიდან მეორე დღეს ოჯახის დაურეკეს და უთხრეს, რომ 19 წლის წვევამდელი გარდაიცვალა. ირკვევა. რომ სამხედრო ნაწილში, სადაც ახალგაზრდა იძულებით დააბრუნეს, მისი მდგომარობა დამძიმდა. ბაზიდან სამხედრო მანქანით ის ახალქალაქის საავდმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამტკიცებენ, რომ კლინიკაში პაციენტისამხედრო მეთაურებმა უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. რატომ აიძულეს წვევამდელს, მძიმე ოპერაციიდან მეხუთე დღეს სამხედრო ნაწილში დაბრუნება, ამ კითხვაზე ახალქალაქის სამხედრო ნაწილში ყველა გაურბის.
ჯარისკაცის გარდაცვალებას სოფელ ფოკაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ქუჩაში გამოსული ხალხი დამნაშავე სამხედრო მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვდა. ხმაურიანი პროტესტის შემდეგ ოჯახს მმართველი პარტიის დეპუტატი, სამველ მანუკიანი, მიუგზავნეს, რომელიც გამოძიებას მალე დასრულებას დაპირდა, თუმცა ახლა 19 წლის გარდაცვილილის მშობლებს უბნებიან, რომ ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც სიკვდილი მიზეზები უნდა დაადგინოს, თვეზე მეტი დასჭირდება.