49 წლის ასაკში ქართველი როკ მუსიკოსი, ჯგუფ ამორალის ყოფილი ბასისტი ლევან სვანიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობარი და თანაბენდელი, მომღერალი გია თოიძე ავრცელებს.
“მიჭირს, არც კი ვიცი როგორ ვწერ, დამირეკეს და მითხრეს, რომ გარდაიცვალა. ლევანი აღარ არის”. – წერს თოიძე Facebook-ზე.
ლევან სვანიძე 90-იანი წლების ანდერგრაუნდ სცენის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსი იყო. უკრავდა ბენდებში მკვდარი სულების არდადეგები, ამორალი(შემდგომში წერილი).
ახალმა თაობამ სვანიძე 2020 წელს გამოსული დოკუმენტური ფილმით მკვდარი სულების არდადეგები გაიცნო.