“ჩვენს ქვეყანას მართავს ძველი ტირანი”-პუტინის ყოფილი სფიჩრაიტერი

CNN-ს რუსმა პოლიტოლოგმა და ვლადიმერ პუტინის ყოფილი სფიჩრაიტერმა, აბას გალიამოვმა ინტერვიუ მისცა.

გალიამოვის თქმით, რუსეთში სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალურია.

„რუსეთის ეკონომიკა უარესდება, ომი წაგებულია, რუსეთის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ რუსებს უფრო მეტი სირთულეები შეექმნებათ და ისინი შეეცდებიან იპოვონ ახსნა, რატომ ხდება ეს, შეხედავენ პოლიტიკურ პროცესს და თავადვე გასცემენ პასუხს: “ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს ძველი ტირანი, ძველი დიქტატორი”. ამ მომენტში ვფიქრობ, სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალური გახდება”, – აღნიშნა გალიამოვმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share