არ შეეფერება ლანჩხუთის საკრებულოს ისეთი წევრი, რომლის ენაც არის ზიზღის და სიძულვილის ენა – ასკურავა

ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა და  იურიდულ და საპროცედურო კომისიის წევრმა ნინიკო მშვიდობაძემ, რომელიც ამავე დროს ფრაქცია “ქართული ოცნების”თავმჯდომარის მოადგილეცაა, სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტის მიმართ უხამსი და შეურაცმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა. ფაქტს ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა, რომელიც აცხადებს, რომ უახლოეს საკრებულოს სხდომაზე აუცილებლად მოითხოვს საკრებულოს მხრიდან რეაგირებას:
”ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ეს არსება არის საკრებულოს წევრი?ეს აირჩიეს ლანჩხუთელებმა საკრებულოში? ეს არის თქვენი ხმა და თქვენი სახე? თუ ეს არ არის ასე, მაშინ სასწრაფოდ იმსჯელოს ლანჩხუთის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ ამ არსების უფლება-მოსილების საკითხზე,(რომლის წევრიც თავადაცაა)რამდენად წარმოადგენდეს იგი ლაჩხუთელების ხმას საკრებულოში? რამდენად შეეფერება ლანჩხუთის საკრებულოს ასეთი წევრი, რომლის ენაც არის ზიზღის და სიძულვილის და თუ ამას არ ემიჯნებით, ანუ იზიარებთ?! ამაზე სასწრაფოდ მოვითხოვ პასუხს, საკრებულოს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარიდან, ასევე საკრებულოს თავმჯდომარიდან. ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ფრაქციის შემდგომი ნაბიჯები. ეს ფოტო საკუთარ გვერდზე გაავრცელა, საკრებულოს წევრმა ნინო მშვიდობაძემ, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნების”თავმჯდომარის მოადგილეცაა ამავდროულად” – წერს ასკურავა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share