ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მას ფიქრი ემხმარება, რომ გააუმჯებესოს საკუთარი თავი. ამის შესახებ მან გამოცემა OK-თან განაცხადა.
“ფიქრი გეხმარება. ყველაზე მეტად მიყვარს ფიქრი. ფიქრით შემიძლია გავაუმჯობესო ჩემი თავი. ფიქრით შემიძლია შევიცნო ადამიანი და მივიღო ისეთი, როგორიც არის. როცა ეს ამბავი დამემართა და გამოვედი ქუჩაში… ადგილიც მახსოვს – იპოდრომი. მაისი იყო, მზიანი ამინდი. გოგო და ბიჭი ბადმინტონს თამაშობდნენ, შეყვარებულები ხელჩაკიდებულები მიდიოდნენ, ვიღაც ბავშვს ასეირნებდა ეტლით და ბავშვის წვივი ჩანდა. ალბათ, კიტას ასაკის იყო. იქ დავიჭირე კითხვის ნიშანი ჩემს თავში….
სესილიასთან ერთად მთელი საქართველო მაქვს მოვლილი. ყველგან დამყავდა. როცა ოჯახში ასეთი ამბავი ხდება, ბავშვები უცებ იზრდებიან. სესილია ძალიან გაიზარდა. ის უფრო ზრუნავს ახლა ჩვენზე. სერიოზული გოგოა, მას პატივი უნდა სცე, ენის მოჩლექით ვერ დაელაპარაკები. გარდა იმისა, რომ მიყვარს, პატივს ვცემ საოცარი პიროვნული თვისებების გამო. ჩვენ მეგობრები ვართ“, – ამბობს ტელეწამყვანი.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ წულუკიძის უმცროსი შვილი, კიტა წულუკიძე 4 მაისს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ის მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა.