მაგნიტსკის სიის ავტორი, ბილ ბროუდერი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს კლავს.
“სასიამოვნო სანახავია პრეზიდენტ ზელენსკის ნახვა მიხეილ სააკაშვილის დასახმარებლად. აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს სააკაშვილს”, – წერს ბილ ბროუდერი Twitter-ზე.
ცნობისთვის, ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან შეხვედრის შემდეგ, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხელ სააკაშვილის ფოტოები წარადგინა და თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ყოველდღე საჯაროდ აწამებენ.