მოსკოვის თეატრში გააუქმეს სპექტაკლი “ჯინის თამაში”, რომელშიც 84 წლის რუსი მსახიობი, პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი ლია ახეჯაკოვა მონაწილეობდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, სპექტაკლის თებერვლის ჩვენება გაუქმდა და მას აღარ აჩვენებენ.
მედიის ცნობითვე, მანამდე ახეჯაკოვას მონაწილეობით კიდევ ერთი სპექტაკლი გაუქმდა.
ცნობისთვის, ახეჯაკოვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აქტიური კრიტიკოსია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ახეჯაკოვამ ომი საჯაროდ დაგმო.