ძაღლი….რომელიც ვეტერინარული კლინიკაში….სამედიცინო პროცედურებზე მარტო დადის

ძაღლები რომ ერთგულები და ჭკვიანები არიან ეს არ ახალი ამბავია, მაგრამ, იმას რასაც ახლა წაიკითხავთ, ალბათ ყველას გაგაოცებთ… მცხეთიდან, ჩამოყვანილი ქუჩის ძაღლი, რომელიც ყაზბეგის გამზირზე მდებარე  ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანეს, სამედიცინო პროცედურებზე მარტო დადის.

“ვუნდერკინდი ძაღლი, რომელიც მცხეთიდან თვითონ ჩამოვიდა პროცედურაზე. თათი ჰქონდა ნატკენი და კასტრაცია გართულებული. რამდენიმე დღის წინ კეთილმა ხალხმა ჩამოიყვანა, გაუკეთდა რაც შეიძლებოდა და უკან წაიყვანეს მცხეთაში. გუშინწინ ძაღლი მარტო მოადგა ბალტოს კარს, ანტონმა გაუღო, შემოვიდა, თათი მიაწოდა დამიმუშავეო. მერე წამოწვა და კასტრაციის ზონაც დაამუშავებინა, ნემსიც გააკეთებინა, ჭამა და წავიდა. მეორე დღესაც იგივე. ზოგჯერ როგორ შეუძლიათ გაგვაოცონ..– წერს ვეტერინარული კლინიკა “balto ბალტო” სოციალურ ქსელში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share