კორონავირუსს ჩოხატაურელი მასწავლებელი, ციცინო სადუნიშვილი ემსხვერპლა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ციცინო სადუნიშვილი წლების განმავლობაში ჩოხატაურის #1 საჯარო დაა შუაფარცხმის საჯარო სკოლების უცხო ენის მასწაავლებლად მუშაობდა.
პედაგოგის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი ყოფილი მოსწავლე, სოფო ჩანტლაძე ეხმაურება და წერს:
“როგორი იმედი მქონდა, რომ იბრძოლებდით და არ დანებდებოდით, რომ ეს საზიზღარი კორონა ვერაფერს დაგაკლებდათ. როგორ გამიხარდა მესიჯი რომ მომწერეთ რამდენიმე დღის წინ: ,,მადლობა ჩემო სოფოო”. არასოდეს დაგივიწყებთ! უფალს ებარებოდეთ, ჩემო ტკბილო და საყვარელო ციცინო მასწავლებელო” – წეს ჩანტლაძე.