”ყველა ადამიანის უფლებაა იცხოვროს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, დაიცვას გარემო”

ორგანიზაცია ”გადავარჩინოთ გურიის მდინარეები”  გურიის მდინარეებიდან ქვა-ღორღის მოპოვების შესახებ წერს. როგორც წერილშია აღნიშნული, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი ძალისხმევის ს და მოსახლეობის ჩართულობის შედეგად-შემცირდა ვანდალურად მდინაარეების აოხრება და წიაღის მოპოვება.
”სამოქალაქო აქტივიზმი დებს შედეგს!
▪️ წიაღის ეროვნული სააგენტოდან გამოვითხოვეთ ქვა-ღორღის მოპოვების ლიცენზიების სია გურიის რეგიონში. მიმდინარე წლის ბოლო მონაცემებით ორმაგად იკლო ლიცენზიის გაცემამ და გვაქვს ასეთი მოცემულობა:
▪️როცა სამი წლის წინ დავიწყეთ სამოქალაქო მოძრაობა “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები”, გურიაში გაცემული იყო 58 ლიცენზია.
დღეის მონაცემებით კი 24 ლიცენზიაა.
▪️8- ჩოხატაურში. 2-ლანჩხუთში და 14- ოზურგეთში. აქედან 7 ლიცენზიატს ვადა ამოეწურა.
▪️ყველა ლიცენზია გაცემული იქნა 2017 წლიდან. 2019 წ. გაიცა-6, ხოლო 2020წ. მხოლოდ 3 ლიცენზია.
▪️სამოქალაქო აქტივიზმით, მოსახლეობის ჩართულობით, მედია, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად-შემცირდა ვანდალურად მდინაარეების აოხრება და წიაღის მოპოვება.
▪️მართალია მდ. სუფსასა და გუბაზოულზე კვლავ გრძელდება გარემოსდაცვითი, წყლის რესურსების გამოყენების, წიაღის მოპოვების კანონების უხეშად დარღვევით წიაღის მოპოვება, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯები მაინც არის.
▪️ყველა ადამიანის უფლებაა იცხოვროს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, დაიცვას გარემო. წიაღის მოპოვება საჭიროა, აუცილებელი, მაგრამ მდგრადი განვითარებით, გარემოს დაცვით და მდინარეების შენარჩუნებით.
♦️ახლად არჩეული თვითმმართველობის პოზიციები ამ მიმართულებით ალბათ მომავალში გამოიკვეთება.”
გადავარჩინოთ გურიის მდინარეები
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share