10-12 თებერვალს ქ. რუსთავში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში ( 2008 – 2010 წწ დაბადებულთა შორის) მსოფლიო ჩემპიონის თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
სპორტულ ასპარეზობაში წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის სპორტსმენები და შინ ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო წამოიღეს.
პირველი ადგილი
ნიკოლოზ კუტუბიძე 41-კგ
ცოტნე კოჩალიძე 62-კგ
მეორე ადგილი
ერეკლე თავბერიძე 57-კგ
კობა ჯამბერიძე-62-კგ
მესამე ადგილი
დავით გობრონიძე 48-კგ
მათე დავიდოვი 57-კგ
ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ ნიკოლოზ კუტუბიძე დასახელდა ( მწვრთნელი კახაბერ აბაშიძე)
სპორტული შეჯიბრისთვის ოზურგეთელი მოჭიდავეები მწრთვნელებმა : .ძმებმა ზურაბიანებმა, ლაშა გუჯაბიძემ, გურამ და ფრიდონ ანაშიძეებმა, იაგო ბოკუჩავავამ, გურამ მაჭარაშვილმა და კახაბერ აბაშიძემ მოამზადეს.