ოზურგეთელი ნიკოლოზ კუტუბიძე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა

10-12 თებერვალს ქ. რუსთავში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში ( 2008 – 2010 წწ დაბადებულთა შორის) მსოფლიო ჩემპიონის თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.

საპრიზო პირველი ადგილის მფლობელი გახდა და ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა ნიკოლოზ კუტუბიძე, რომელმაც სამი წლით უფროსებში გაიმარჯვა.

მას სპეციალური პრიზთან ერთად 200-ლარი ფულადი ჯილდო გადასცეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share