ის, რაც ივანიშვილის მიმართ ხდება, პირდაპირი რეკეტია, – ასე აფასებს კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებას.
დედაქალაქის მერი ევროპარლამენტის რეზოლუციას მიუღებლად მიიჩნევს და მას შემაშფოთებელს უწოდებს.
საოცრებაა ის ყველაფერი, რაც ხდება. ნამდვილად არაფერი მიკვირს. მსოფლიო შეცვლილია. ის, რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება, პირდაპირი რეკეტია. სამწუხაროა, რომ ეს ხდება ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში, საითკენაც მივისწრაფით.
ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით დემოკრატიაზე, მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს ვიღებდით, ვდგამდით კონკრეტულ ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე. ამ დროს, დღეს ვაწყდებით საოცარ ფაქტებს, რაც კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია, – თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში რამდენიმე საათში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხზე კენჭისყრა იწყება. ევროდეპუტატების ნაწილი საქართველოს არაფორმალური მმართველის დასაქნცირებას მოითხოვენ.