ტიბეტელების სულიერი ლიდერი დალაი ლამა უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმაურება და ამბობს, რომ “ღრმად დამწუხრებულია” კონფლიქტის გამო, ის მოუწოდებს ყველას მშვიდობისა და “ურთიერთგაგებისკენ”.
“ომი მოძველებულია – არაძალადობა ერთადერთი გზაა. პრობლემები და უთანხმოება საუკეთესოდ წყდება დიალოგის გზით. ნამდვილი მშვიდობა მოდის ურთიერთგაგებით და ერთმანეთის კეთილდღეობის პატივისცემით.
ჩვენ არ უნდა დავკარგოთ იმედი. მე-20 საუკუნე იყო ომისა და სისხლისღვრის საუკუნე. 21-ე საუკუნე უნდა იყოს დიალოგის საუკუნე. მე ვლოცულობ, რომ უკრაინაში მშვიდობა სწრაფად აღდგეს”, – აცხადებს ის.