პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა. მისი თქმით, ამ შეცდომის გამოსწორება მნიშვნელოვანია.
როგორც პაპუაშვილმა TV “იმედის” ეთერში თქვა, საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებს.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თუკი გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე, ევროკავშირს არ ჰქონდეს არც ერთი არგუმენტი, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს. მის პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც იმედი გვაქვს, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება”, – თქვა პაპუაშვილმა.