ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვ პირველთან“ ჩართვისას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქართველი ხალხის ინტერესი არ არის ექსპრეზიდენტი ციხეში მოკვდეს და ის, რაც სააკაშვილთან მიმართებით ხდება, არის სირცხვილი.
„თუ გინდათ იყოთ კანდიდატი ან ევროკავშირის წევრი, თქვენ უნდა იცავდეთ ევროპულ ღირებულებებს. წარმოგიდგენიათ რომ ევროპის კანდიდატი გახდეს ქვეყანა, რომელიც ყოფილ რპეზიდენტს ეპყრობა ისე, როგორც საქართელო აკეთებს ამას? მნიშვნელობა არ აქვს, ეს მკაფიოდ არის თუ არა ჩაწერილი 12 პრიორიტეტს შორის. პირიქით, ეს დაკავშირეულია ყველაფერ ამასთან, ამიტომ, დიახ, ჩვენ თუ ვხედავთ, რომ არ არსებობს კომპრომისის პოლიტიკური სურვილი ჰუმანიტარული საკითხის გამო, ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაღელვებს. საქართველო წინ იყო ბევრი მიმართულებით: ანტიკორუფციული რეფორმები, კარგი მტავრობა და ბევრი რამ ჰქონდა ქვეყანას, რომ წინ, თუმცა ახლა რაც ხდება, სირცხვილია. ეს არ არის ქართველი ხალხის ინტერესში, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. ჩვენ, უბრალოდ, სიტყვები არ გვაქვს. ბრიუსელში, პოლონეთში, პარიზში, ვერავინ იგებს, რა ხდება. ამ საკითხის მოგვარება შეიძლებოდა, შეიძლებოდა კლინიკის მოძებნა, მასპინძელი ქვეყნის პოვნა და ეს არ არის საშიში, რადგან ეს არ არის პოლიტიკური თამაშები, ეს საკიტხი ჰუმანიტარული გადაწყვეტაა“ , – განაცხადა კრამონმა.