სავარაუდოდ, თებერვალი იქნება ის თვე, როდესაც ქვეყანაში ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნება-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა.
“იხსნება ფრენები, ამაზე გვქონდა საუბარი. თებერვალი, სავარაუდოდ, იქნება ის თვე, როდესაც რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნით. ეს არ ნიშნავს ქაოტურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში. პირიქით, ეს იქნება კონკრეტულად კონტროლირებადი – ან ტესტებით ან ვაქცინაციის საბუთით ან სხვა ადეკვატური საბუთით კონტროლირებადი შემოსვლა. მაგრამ ეს არის პირველი იმედი ტურისტული სეზონის აღდგენა/დაწყების,“ – განაცხადა თურნავამ.