გორგოშიძეები გურიაში

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიხედვით გორგოშიძეთა გვარში ფუძედ გამოყენებული უნდა იყოს მამაკაცის საკუთარი სახელი “გორგა”. და მისი აზრით ეს სახელი სპარსული სიტყვა – „გორგადან“ უნდა იღებდე სათავეს, რომელიც ქართულად „მგელს“ ნიშნავს.
.
„გორგოშასძე“ (533) გვხვდება „ტბეთის სულთა მატიანეში“ – „სულსა გორგოშასაძისა გიორგისა და მისისა მეუღლისა თამარისასა შეუნდვენ ღმერთმან“.
.
გვარი გორგოშიძე (გორგიოშიძე) გურიაში ნახსენებია სვიმონ გურიელის აჭის ეკლესიისადმი შეწირულების წიგნში (1614 წელი 8 ნოემბერი):
.
„[ქ. შემო]გწირე მე, ტვირთმძიმობით ცოდვითა შებღალუ[ლმან გ]ურიელმან პატრონმან სვიმონ მცირე ესე შ[ესაწირავ]ი სახსრად სულისა მამის ჩემისა ბატონის მ[ა]მია გურიელისათვის თქუენ – შვიდწილ უძლეველსა, სასწაულთმოქმედსა, მოწამეთა მთავარს, მხნესა, დიდსა წმიდასა გიორგის აჭისასა:
.
ერთი კვამლი კაცი მჟავანაძე სიქანდრაი; მეორე – ივანა ტაკიძე, მესამე – ბაიჭულაი გორგიოშიძე; მეოთხე – მახარობელი სალუქაძე; მეხუთე – გოგინაისშვილი მზარაული ამათის ყოვლისფერითა – ტყითა, წყლითა, მამულითა, საყანითა და საწინამძღროდ გაგაჩინეთ.“
.
საქართველოში 211 გორგოშიძე ცხოვრობს, აქეან გურიაში
90;
.
– ქართული სამართლის ძეგლები მე-6 ტომი (1977)
– ტბეთის სულთა მატიანე (1977)
– old.tbiliselebi.ge აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალები 08/03/2011
.
ტბეთის სულთა მატიანის ტექსტი (მე-12 მე17 საუკუნე)
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share