მამა, პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ წერს და ამბობს, რომ რუსეთის მეხოტბეობა იუდას მიმდევრობას ნიშნავს.
„1921 წლის 21 თებერვალს დაიბადა საქართველოს კონსტიტუცია, რომელმაც მხოლოდ ოთხი დღით იცოცხლა. 25 თებერვალს რუსეთმა მოკლა და დაასამარა…
არაფერი შეცვლილა, მას მერე კაცობრიობამ ბევრი სისასტიკე გამოიარა, იყო ომები, ეპიდემია, სტიქიური უბედურება, რუსეთი იგივეა, ,,არ სდევს ჟამთა ცვლას”-ისედ დამპყრობელია…
ქრისტიანულ მორალს და აზროვნებას უფრო დიდი მტერი არ ყოლია, როგოეიც რუსეთია…
რუსეთი რომ ადამიანი იყოს და ქრისტეს ეპოქაში ეცხოვრა, აუცილებლად იუდა იქნებოდა…
ვინც რუსეთის მეხოტბეა, ის იუდას მიმდევარია!..
ბევრს წიგნი არ აქვს წაკითხული და გავიგე, ეომ
არ იცის, რა დაგვიშავა რუსულმა ტირანიამ, მაგრამ უკრაინის სახით მაინც დაინახოს, როგორი ,,მორწმუნე” ერია…
და მაინც, მიყვარს ჩემი ერის კონსტიტუციის დღე, მერე რა, რომ
ოთხ დღეში თავზე დაგვახია ,,მეგობარმა”!..“ – წერს მამა პეტრე.