ზოგი ადრე მიხვდა, რომ ივანიშვილმა მთელი ქვეყანა მოატყუა, ზოგმა თანდათან დაიჯერა, ზოგიც გვიან მიუხვდა”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“დამუნათება: ის ხალხი, სად ხართ, ვინც ბიძინას მიეცით ხმა 2012 წელსო. ეს არის აბსოლუტურად არასწორი ამ ვითარებაში. ყველას ვიღაცისთვის მიუცია ხმა ამ 32 წლის განმავლობაში. არავისთვისაა კომპრომატი, თუ ოდესმე რომელიმე მთავრობას ენდო. ამის დროა ახლა ?!

ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს მთავარი – ყველანი რუსეთის წინააღმდეგ და იმ მთავრობის, რომელიც ოდესმე გაბედავს, ამ ქვეყნის რუსეთში შეთრევას.

ჩემ გარშემო უამრავმა პატიოსანმა ადამიანმა მისცა ხმა ივანიშვილს 2012 წელს, რადგან ბევრი მიზეზი ჰქონდა, შეცვლილიყო მაშინდელი ხელისუფლება. ის, რომ იმედები არ გამართლდა, ხელისუფლების ბრალია და არა ხალხის, რომელმაც მაშინ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, როგორიც მიიღო.

ახლა ეს პატიოსანი ადამიანები ივანიშვილის მოწინააღმდეგეები არიან, რადგან 2012 წელს რუსეთისთვის არ მიუციათ ხმა და არც მომავალში მისცემენ. ზოგი ადრე მიხვდა, რომ ივანიშვილმა მთელი ქვეყანა მოატყუა, ზოგმა თანდათან დაიჯერა, ზოგიც გვიან მიუხვდა, ზოგსაც ბევრი წინააღმდეგობა ჰქონდა ოპოზიციასთან მიმართებით. ახლა თანამოაზრეობის დროა და არა ერთმანეთისთვის წამოძახებისა და დამუნათების. ყველას თავისი სიმართლე აქვს, მაგრამ მთავარი სიმართლე ყველას ერთი გვაქვს – არა რუსეთს ! არა მოღალატე ხელისუფლებას !

რუსეთი წითელი ხაზია, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ” გადაკვეთა და საქართველოს უღალატა !

ჩვენ ახლა ვინმე კონკრეტული პერსონებისა სიყვარულითა და სიძულვილით კი არა უნდა ვიმოქმედოთ, არამედ საქართველოს სიყვარულით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვინც გინდათ, ის გძულდეთ ან გიყვარდეთ, მაგრამ საქართველო უნდა გადავარჩინოთ!” – წერს სანაია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share