ოზურგეთის მერია ხარიტონ ჩხატარაშვილის გათავისუფლებაზე – ”ეს იყო ტექნიკური ხარვეზი”

”ეს იყო ტექნიკური ხარვეზი, გაგვეპარა შეცდომა, რომელიც დღეს გამოვასწორეთ” – ასე უპასუხეს ”გურიის მოამბეს” ოზურგეთის მერიის სპორტულ- გამაჯანსაღებელ  გაერთიანებაში.

აღნიშნული აიპის გაერთიანებამ დღეს ამ თემის შესახებ კომენტარი არ გააკეთა , თუმცა ნინო ვაშალომიძემ გვითხრა, რომ ხარიტონ ჩხატარაშვილის გათავისუფლების საქმეში გაიპარა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც დღეს გამოსწორდა. ხელმძღვანელობა კი ჟურნალისტებს ემალება.

ცნობისთვის, ოზურგეთის მერიის “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების” მწვრთნელის პოზიციიდან, ხარიტონ ჩხატარაშვილი, დირექტორმა, ვინმე ბალავინოვმა, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის 37 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაითხოვა, რომელიც  დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 143 კალენდარული დღის ოდენობით.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share