24 დეპუტატი უმრავლესობიდან, რომლებიც „უცხოური ძალისგან“ ფინანსდებოდა

საპარლამენტო უმრავლესობა კანონის მიღებას გეგმავს “უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, თუმცა ამავე უმრავლესობის არაერთი დეპუტატი წლების განმავლობაში თანამშრობლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, შესაძლოა, მიენიჭოს „უცხოური ძალის“ ან/და „უცხოური გავლენის აგენტის“ სტატუსი.

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ ამ დეპუტატების სიას. მონაცემები მათი წარსული საქმიანობის შესახებ ძირითადად აღებულია საქართველოს პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიებიდან. მონაცემების ნაწილი ნეტგაზეთმა დამოუკიდებლად შეავსო.

1. ირაკლი კობახიძე

  • 2000 – 2001: შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი;
  • 2006 – 2014: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი.

2. გივი მიქანაძე

  • 2000 – 2001: გაეროს განვითარების პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“, იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი;
  • 2004 – 2005: ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“, ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებში;
  • 2005 – 2005 ეუთო-ს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“, პროექტის დირექტორი;
  • 2010 – 2013: ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის ოფიცერი;
  • 2009 – 2010: გაეროს განვითარების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“;
  • 2015 – 2016: ევროპის საბჭო, პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტი, პროექტის მენეჯერი;
  • 2013 – 2015: ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის უფროსი ოფიცერი.

3. ბექა დავითულიანი

  • 2010 – 2012: შპს „მედიაჰაუსი დეკომი“ იურისტ-კონსულტანტი (მედიაჰაუსი დეკომი აერთიანებდა ჟურნალებს „ცხელი შოკოლადი“, „ლიბერალი“ და რადიოს „ცხელი შოკოლადი“);
  • 2010 – 2013: ჟურნალი „ლიბერალი“. გამოცემა სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით ფუნქციონირებდა, „ლიბერალს“ მხოლოდ 2010 წელს ფონდ „ღია საზოგადოებისგან“ (სოროსის ფონდი)  მიღებული აქვს 47 767 აშშ დოლარი.

4. რატი იონათამიშვილი

  • 2005 – 2014: კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, პოლიტიკური პროექტების დირექტორი. (ორგანიზაციას ვებსაიტზე დონორების გრაფაში მითითებული აქვს: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში,  USAID და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები).

5. ირაკლი ჩიქოვანი

  • 2016 – 2018: მოწვეული ექსპერტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (UNDP, USAID) პროგრამებში.

6. ირაკლი ბერაია

  • 1999 – 2001:საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი;
  • 2001 – 2001:წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორიისო ფედერაცია, საქართველოს დელეგაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კოორდინატორი.

7. მაია ბითაძე

  • 2001 – 2003: „საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტი“(World Bank), იურისტ-ექსპერტი;
  • 2003 – 2004: „ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების პროექტი“ (UNDP/GEF), იურისტ-ექსპერტი;
  • 2004 – 2005: „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების (POPs) შესახებ სტოკჰოლმის კონვენციის შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება“ (UNDP), იურისტ-ექსპერტი;
  • 2004 – 2005: „საქართველოს თევზის მეურნეობისა სექტორის განვითარების პროექტი“ (UNDP/FAO), იურისტ-ექსპერტი;
  • 2006 – 2011: ეუთოს (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) პროექტი საქართველოში – „ორჰუსის ცენტრი“, კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში;
  • 2015 – 2021: გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრისა და ბიუროს თავმჯდომარე.

8. არჩილ თალაკვაძე

  • 2006 – 2007: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა, პროექტის კოორდინატორი;
  • 2007: ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” (სოროსის ფონდი), ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის პროექტის მენეჯერი;
  • 2011 – 2012: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამა, დირექტორის მოადგილე.

9. ირაკლი კოვზანაძე

  • 2007 – 2008: ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ბანკების კორპორაციული მართვის კომისიის თავმჯდომარე ევრაზიის ქვეყნებში.
  • 2008 – 2012: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი;
  • 2009 – 2012: ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) წარმომადგენელი დირექტორი სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოებში.

10. მარიამ ლაშხი

  • 2007 – 2007: USAID არქეოლოგიური გათხრები;
  • 2012 – 2014: მსოფლიო ბანკი.

11. გოგი მეშველიანი

  • 2005 – 2014: გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთობლივი კოორდინატორი.

12. ანრი ოხანაშვილი

  • 2008 – 2009: მეცნიერ-თანამშრომელი, ფოლკსვაგენის ფონდის (VW – Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში;
  • 2010 – 2010: მეცნიერ-თანამშრომელი, ფოლკსვაგენის ფონდის (VW – Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში;
  • 2015 – 2017: მთავარი რედაქტორი (Schriftleiter), საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ) პროექტის ფარგლებში არსებული „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ (DGStZ).

13. შალვა პაპუაშვილი

  • 2003 – 2007: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი;
  • 2007 – 2015: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი;
  • 2015 – 2017: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე;
  • 2017 – 2020: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.

14. ნიკოლოზ სამხარაძე

  • 2005 – 2010: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, ექსპერტი;
  • 2010 – 2016: გაეროს განვითარების პროგრამა, საზღვრის მართვის პროგრამების ხელმძღვანელი.

15. ლევან ქარუმიძე

  • 2011-2012: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პროგრამის კოორდინატორი;

16. ვლადიმერ ჩაჩიბაია

  • 2015 – 2016: უფროსი სამხედრო მრჩეველი, ავღანეთში გაეროს დახმარების მისია (UNAMA).

17. ხატია წილოსანი

  • 2011 – 2011: საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის თანამშრომელი;
  • 2011 – 2012: საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პარლამენტის კომუნიკაციის ცენტრის პროგრამის ასისტენტი.

18. გიორგი ხელაშვილი

  • 1997 – 1998: მონტერეის (აშშ) საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესწავლის ცენტრის მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი;
  • 2003 – 2004: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მასმედიის გრანტების მენეჯერი;
  • 2004 – 2007: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური პროგრამების დირექტორი (ცენტრი, არასამეწარმეო (არაკომერციული)  2003 წელს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერით დაფუძნდა).

19. გურამ მაჭარაშვილი

  • 1994 – 1994: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი.

20. ეკა სეფაშვილი

  • 1997 – 1998: გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი “ქალები განვითარების პროცესში”;
  • 1999 – 2002: გაეროს განვითარების პროგრამის და საქართველოს მთავრობის ეროვნული პროექტი – გენდერული განვითარების პროცეში”;
  • 2020- 2020: ევროპის საბჭოს დემოკრატიისა და მმართველობის დეპარტამენტის მრჩეველი.

21. სოზარ სუბარი

  • 1996 – 2004: რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი („რადიო თავისუფლება“ აშშ-ის მთავრობის მიერაა დაფუძნებული);
  • 2003-2004: არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის პროექტ  „კანონის უზენაესობის“ დირექტორი. (ორგანიზაცია დასავლელი დონორებისგან ფინანსდებოდა);
  • 2004 წელს სოზარ სუბარს „ღია საზოგადოების ფონდისგან“ მიღებული აქვს 2220 ლარი გაზეთი სპექტრის პროექტ „ჟურნალისტური გამოძიების“ ფარგლებში ტრენერობისათვის. „ღია საზოგადოების ფონდი“ ჯორჯ სოროსის დაფუძნებული ორგანიზაციაა.
  • 2010 – 2015: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი.

 

22. ზაურ დარგალი

  • 2008 – 2011: მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი – პროგრამის მენეჯერი;
  • 2012 – 2013: მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ცენტრი დაფუძნებულია USAID-ის მხარდაჭერით).

23. ირაკლი ზარქუა

  • 2003-2006: ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (ორგანიზაციის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, 2003 წელს – ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით აფბამ „ქვემო ქართლში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის“ სამთვიანი პროექტი განახორციელა)

24. კახა კახიშვილი

  • 2011-2013: არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ სამართლებრივი დირექტორი (ორგანიზაცია პროექტებს ძირითადად საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებს, მათ შორისაა „ფონდი ღია საზოგადოება — საქართველო“ და „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share