ერთი წლის წინ უკრაინელებს არ შეეშინდათ და დაიწყეს “მსოფლიოს მეორე არმიის” სრულმასშტაბიანი შემოჭრის მოგერიება.
საკუთარი თავის გარდა არავის სჯეროდა, რომ გავუძლებდით.
მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ უნდა გვებრძოლა და მსოფლიოს დაეჯერებინა ჩვენი გამარჯვება. და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ შემოჭრიდან ერთი წლის შემდეგ უკრაინა გაძლიერდა, რუსეთი კი დასუსტდა.
უკრაინელები გამძლეობისა და სიმამაცის მაგალითი გახდნენ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია. ჩვენი პრეზიდენტი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია. უკრაინას აქვს უმაღლესი დონის თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე. ჩვენ დე ფაქტო შევუერთდით ევროკავშირს. ჩვენ გადავდივართ დასავლურ იარაღზე და ნატოს სტანდარტებზე.
დღეს ჩვენ უფრო ახლოს ვართ გამარჯვებასთან, ვიდრე ერთი წლის წინ. ეს არის ჩვენი ერთიანობის და თავდაცვის ძალების გმირობის შედეგი. სწორედ ეს გვაიძულებს გავიმარჯვოთ და რუსეთმა გადაიხადოს ყველაფრის ფასი,- წერს უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია.