გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 1-ელ მარტს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
ნიგერიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ბოლა ტინუბუს მომხრეები აღნიშნავენ წინასწარი შედეგების გამოცხადებას, რაც არჩევნებში მის გამარჯვებაზე მიუთითებს
აბუჯა, ნიგერია 📷 Sulaimon
იაპონელი იოშიტო ვათები FIS Nordic World Ski-ზე გამოსვლისას
პლანიკა, სლოვენია 📷 Borut Živulovič
კუპიანსკიდან ევაკუაციის შემდეგ, ასაკოვანი ადამიანები თავიანთ ნათესავებს ეხვევიან
ხარკოვი, უკრაინა 📷 Andres Gutierrez
სერიალ „მხევლის წიგნის“ კოსტიუმებში გამოწყობილი ქალები ესკალატორით ადიან მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საპროტესტო გამოსვლების დროს
იერუსალიმი, ისრაელი 📷 Abir Sultan
პოლიციამ განარიდა გრეტა ტუნბერგი, რომელიც ქარის ტურბინებთან დაკავშირებულ აქციაში მონაწილეობდა
ოსლო, ნორვეგია 📷 Alf Simensen
არტისტი რეფიკ ანადოლი 2023 წლის „არტ დუბაიზე“ იმერსიული ინსტალაციის Glacier Dreams წარდგენისას
დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამირო 📷 Cedric Ribeiro
ტიბეტელ დევნილს პოლიცია აკავებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ცინ განგის ვიზიტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე
დელი, ინდოეთი 📷 Amiit Dave
კემბრიჯის უნივერსიტეტის ქალთა გუნდი მდინარე დიდ ოუსზე ვარჯიშის დროს
ილი, ინგლისი 📷 Joe Giddens
რესტავრატორი კრისტა ბლესლი ვესტმინსტერის სააბატოში კორონაციის სკამის აღდგენაზე მუშაობს ჩარლზ III-ის მეფედ კურთხევისთვის, რომელიც მაისში გაიმართება
ლონდონი, ინგლისი 📷 Kirsty O’Connor
თეთრთვალა ჩიტი ნაადრევად აყვავებული ალუბლის ხის ტოტზე
ტოკიო, იაპონია 📷 Issei Kato
pia.ge