“რო შეხედავ ადამიანს, იცით ეხლა, მე რომ ყოველდღე ვხედავდე, შეიძლება, ასე მკვეთრად ვერ შემემჩნია, მაგრამ 2 კვირაში ერთხელაც კი, 2 კვირის წინ რომ ვიყავი, მაშინ ძალიან დიდი სხვაობა იყო წინა შეხვედრასთან და ეხლაც. მე შემიძლია, ვთქვა სხვაობა და სხვაობა დიდია ძაან. ცუდისკენ მიდის [მდგომარეობა] ძალიან ცუდისკენ. რას ნიშნავს, რომ საკვებს არ იღებს? თუ შეჭამს, გული აერევა და კიდევ უარესი რამე დაემართება, ეს ნიშნავს, რომ არ იღებს საკვებს? მე რომ ეჭვი მქონდეს, ოდნავ მაინც, რომ ის განგებ აკეთებს ამას, არავითარ შემთხვევაში მას ზიარების უფლებას არ მივცემ.”
– ამბობს ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც დღეს კლინიკა “ვივა მედში” მოინახულა.