ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობა დაუსწრებლად განიხილა და საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა:
“სააპელაციო სასამართლომ დასწრების გარეშე “განიხილა” მიხეილ სააკაშვილის საქმე და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.” წერს ხერხეულიძე.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ 6 თებერვალს ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მესამე პრეზიდენტს სასჯელი არ გადაუვადა.