გასულ 2022 წელს ქვეყნიდან ექსპორტზე 7 მილიონ 922 ათასი დოლარის ღირებულების 12 324 ტონა ვაშლი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში რეალიზებული საქონლის მოცულობა 2021 წლის მაჩვენებელს 20.6%-ით, ხოლო ღირებულებით უფრო მცირედ 0.8%-ით ჩამორჩება.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ვაშლის ძირითადი საექსპორტო ბაზრები პოსტსაბჭოთა ქვეყნებია. მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით ვაშლი რუსეთში იყიდება.
გასულ წლის სტატისტით, ვაშლის საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
1. რუსეთი – 7.5 მლნ დოლარი, 11 658 ტონა;
2. სომხეთი – 274 ათასი დოლარი, 286 ტონა;
3. აზერბაიჯანი – 53 ათასი დოლარი, 236 ტონა;
4. სლოვენია – 16 ათასი დოლარი, 40 ტონა;
5. ყაზახეთი – 15 ათასი დოლარი, 41 ტონა;
6. ლიეტუვა – 6 ათასი დოლარი, 42 ტონა.
7. უკრაინა – 3 ათასი დოლარი, 20 ტონა;
მცირე, უმნიშვნელო მოცულობით ვაშლი სინგაპურშიც გავიდა.
მიმდინარე წლის დასაწყისში კი საქართველომ ვაშლის ექსპორტით 703 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ინვარში 1 090 ტონა ვაშლი მხოლოდ რუსეთსა და სომხეთში გავიტანეთ. ძირითადი მოცულობები 1 083 ტონა რუსეთში გავიდა.
რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, გასული წლის განმავლობაში საქართველომ 2 მილიონ 473 ათასი დოლარის ღირებულების 6 338 ტონა ახალი ვაშლი შეიძინა. შესაბამისად იმპორტი როგორც მოცულობით, ასევე ღირებულებით გაიზარდა (2021 წელი 6 338 ტონა, 2.4 მლნ დოლარი).
ვაშლის მთავარი საიმპორტო ბაზარი თურქეთი იყო, მეორე ადგილს კი რეიტინგში უკრაინა იკავებდა. ქვეყნები, სადაც ვაშლს ვყიდულობთ:
1. თურქეთი – 1.3 მლნ დოლარი, 3 849 ტონა;
2. უკრაინა – 461 ათასი დოლარი, 1 354 ტონა;
3. მოლდოვა – 442 ათასი დოლარი, 772 ტონა;
4. ნიდერლანდები – 164 ათასი დოლარი, 105 ტონა;
5. პოლონეთი – 42 ათასი დოლარი, 101 ტონა;
6. ირანი – 28 ათასი დოლარი, 81 ტონა;
7. სომხეთი – 14 ათასი დოლარი, 43 ტონა;
8. აზერბაიჯანი – 11 ათასი დოლარი, 19 ტონა;
9. რუსეთი – 4 ათასი დოლარი, 8 ტონა;