„სად გაგონილა მილიონერი ბერ-მონაზონი? ადამიანები ნაგავში რომ იქექებიან და შენ რომ ნახევარმილიონიანი მანქანა გყავს, რა პასუხს აძლევ ღმერთს? ეს ერთმანეთთან როგორ შეიძლება შეათავსო?“, – ამის შესახებ მამა ზაზა თევზაძემ „ფორმულას“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
სასულიერო პირის თქმით, რწმენა პირჯვრის წერა და თავზე საბურავის გაკეთება კი არ არის, არამედ გონება და სუფთა სინდისია.
სად გაგონილა მილიონერი ბერი, მონაზონი, რომელსაც რაღაც დაუოკებელი სურვილი აქვს? შეუთავსებელი როგორ უნდა შეათავსო ერთმანეთთან? ან იმას როგორღა უნდა მოუსმინო შენ დალოცვილო… არ სჭირდება ბერს არაფერი, ფუფუნებაში არ უნდა ცხოვრობდეს?
სახლში რომ პური მიიტანონ ადამიანები ნაგავში იქექებიან და შენ რომ ნახევარმილიონიანი მანქანა გყავს, მთელი „გარაჟები“ რომ გაქვს, რა პასუხს აძლევ ღმერთს? ეს ერთმანეთთან როგორ შეიძლება შეათავსო? რწმენა პირჯვრის წერა კი არ არის და თავზე საბურავის გაკეთება. ეს მაიმუნმაც შეიძლება გააკეთოს. რწმენა არის გონება, რწმენა არის სუფთა სინდისი“, – აცხადებს მამა ზაზა თევზაძე.