ბახმუტის დაცემის შემთხვევაში, რუსეთი ომის მსვლელობას ვერ შეცვლის – ოსტინი

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ბახმუტის აღების შემთხვევაში, რუსეთი ომის მსვლელობას ვერ შეცვლის. როგორც მან აღნიშნა, ქალაქ ბახმუტს უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოპერატიული.

“ვფიქრობ, რომ ეს უფრო სიმბოლური ღირებულებაა, ვიდრე სტრატეგიული და ოპერაციული, ასე რომ, ბახმუტის დაცემა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსებმა შეცვალეს ამ ბრძოლის მსვლელობა. მე ვფიქრობ, რომ ის გაგრძელდება”, – თქვა ლოიდ ოსტინმა.

შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ბახმუტში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. 4 მარტს ბრიტანეთის დაზვერვა ყოველდღიურ ანგარიშში აღნიშნავდა, რომ ქალაქი მზარდი და მკაცრი ზეწოლის ქვეშაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share