მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და რას ნიშნავს, პოლიტიკური გამოსვლა არ იყოს?- ამ სიტყვებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს მას შემდეგ მიმართა, რაც მოსამართლემ განმარტა, რომ ბრალდებულის მიერ განცხადების გაკეთება სავალდებულო პროცედურად არ უნდა იქცეს.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ განცხადება სამართლებრივ მხარეს უნდა შეეხებოდეს, ასევე ეს შესაძლებელია უკავშირდებოდეს ბრალდებულის პირად საკითხებს, როგორც ჯანმრთელობის, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების საკითხს. მოსამართლის თქმით, მან წინასწარ არ იცის, თუ რის თქმას აპირებს ბრალდებული. შესაბამისად, განცხადება საშინაო და საგარეო პოლიტკის მიმოხილვა არ უნდა იყოს. აღნიშნულს მიხეილ სააკაშვილის უკმაყოფილება მოჰყვა.
„რას ნიშნავს, გამოსვლა არ უნდა იყოს პოლიტიკური მიმოხილვა? საერთოდ, ეს პროცესი პოლიტიკურია. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და რას ნიშნავს, პოლიტიკური გამოსვლა არ იყოს”,- განაცხადა სააკაშვილმა.