ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის“ წევრთან, მიხეილ ყაველაშვილთან დაკავშირებით ისტორიას იხსენებს:
“თვეების წინ, არ მახსოვს, რაზე ვაკეთებდი სიუჟეტს. პარლამენტში ვიყავი მისული. ყაველაშვილი დავინახე, კაბინეტში შედიოდა. ამ სიუჟეტში ეგ არაფერში მჭირდებოდა, მარა მეთქი- რახან მოსული ვარ, ბარემ ნერვებს მოვუშლი. შევყევით ოთახში მე და ოპერატორი, მაგრად დაიბნა. სავარძელში მოვკალათდი და ვეუბნები – გამარჯობა, ეს არის შუა დღე ბექა ყორშიასთან ერთად. ჩვენ ამ გადაცემაში სტუმრად ვიწვევთ ღირსეულ, მამაც, იდეით აღვსილ, პატრიოტ, პროგრესულ, განათლებულ და ინტელექტუალ პოლიტიკოსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ამ გადაცემაში ვერ მოხვდით და უნდა დაგემშვიდობოთ-მეთქი, ვუთხარი და წამოვედი.
იჯდა გაქვავებული”, – წერს ყორშია.