გადმოდით ჩვენს მხარეს – ხელაწეული მომიტინგეები პოლიციელებს მიმართავენ

დაძაბული ვითარება პარლამენტის მიმდინარედ 9 აპრილის ქუჩაზე – რობოკოპებმა, პოლიცილებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა კარზე რკინის კონსტრუქციის აღმართვა სცადეს. ფაქტს თავდაპირველად აქციის მონაწილეების პროტესტი და გაღიზინაბე მოჰყვა.

პოლიციელები, სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები ახლა ერთმანეთის პირისპირ დგანან, თუმცა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ადგილი არ ჰქონია.

აქციის მონაწილეებს ხელები აქვთ აწეული და ამბობენ, რომ მშვიდობიანი დიალოგი სურთ. რამდენიმე მათგანი შიგნით შესვლას და პირისპირ დალაპარაკებასაც ითხოვს, სამართალდამცველებს მათ მხარეს, გადმოსვლისკენ მოუწოდებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share