ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ, რომ თითქოს პოლიციამ გადაამეტა. ეს სიცრუე და სისულელეა. ვინ დაიწყო ძალადობა, ძალადობა დაიწყო ნაცმოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ე.წ. ამ გირჩის მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და ფრანკლინის კლუბის “ანარქისტებმა”, რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ, რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს შემაშფოთებელია, რაც აქ ხდება. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური ნაცმოძრაობა, უკვე გადაქცეულია ექსტრემისტულ ორგანიზაციად და ცოტაღა უკლია, რომ ტერორისტული გახდეს.