ასკანელი ძმების ამბავი

ძმათა ამბავს მოგიყობი და კარქა დამაყურე და ისთე დასერე ყოლიფერი. იყო ვორი ძმანები: ჟღენტი სოლომონ და სილვან. აგენი ასკანლები იყვენ, ტყეში ხევდენ ძელეფს, საღამოს ქე მევიდოდენ ოჯახში. ჲერ ღამეს მუა ორვე შინ და ქი მუაქ თითო ძელი, ააყუდეს ხეზე ძელები და დეისვენეს;
.
რუმ ადგენ, ერთმა უბიძგა მიორეს და ქი გადააგდო კტეზე. იმ კტეის იქით ძანიალი ძანიალი დიდი წყალი მევიდოდა, ძელიც ქი გადააყოლა, არ შერჩეს სამე ბუჩქზე ჩემი ძმაიო. აი ქონების გულობიზა ქნა, გლახა დროი იყო, ძმაი პარვიდა, ღლეტდა, ინახვიდა, მალვიდა.
.
ხოდა უმფროსმა ეიღო აი მისი ძელი, ასია და ქე წეიღო შინ. რძალმა და ძმიშვილებმა შამუესია, – სადაა ბაბაო? – იგი ჩემზე ადრე წამევიდა, არ მოსულა ჯერემო? – ამან ასთე შამოუბრუნა პასუხი. უცთიან ახლა მიორეს. გეიხედეს და მართლაც, არ მუა აგერ?! გუუხარდენ, მარა აი უმფროსი კაღამ გადირია პაწაჲს მეტი, ჩუუვარდა ჲენა, მოკტა ჲერი სიკტილით, მუუცრიალდა გულზე, ეტაკა რაცხამ ტვინში, ასკივდა თავი; მიშველეთო, – იყვირა, ამეიღო ხმაი. მიცვინდენ ახლა ამას, ასურიელეს, ასურიელეს და როვარცხა იქნა, მუახედეს. იქით აი უნცროსი ქი ადგია თავზე. გააღო ამან თუალი, დეინახა აი უნცროსი და დაჭუჭა ისთევლე, გააღო, დაჭუჭა, გააღო, დაჭუჭა.
.
მაშვინ დუუძახა ამ უნცროსმა ყველას: გაით გარეო და გევიდენ, მივიდა უმფროსთან და დუუჟდა ფეხთან და უთხრა: ძამიავ, გაახილე მაი თუალი და შამომხედეო, მე აფერს არიკაცს არ უჩივი, რაცხა მოხთა, მოხთა, იი ჲეშმაკი შეგიჟდა, წაწყტა მისი თავიო და იმან გაცთინავო. მე აფერს არ გერჩი, შენ იყავი კარქათო. ადგა მაშვინ იი ძმაი და უთხრა – შენ ყოფილხარ ძმაი და მე ვყოფილვარ ტერი შენიო. აი, დღემანდელი დღეი დეიმახსონე შენც და მეცო და მეტი აფერი აღა თქუეს.
.
თურმე აი რომე გადააგდო, იელაის ფუჩქში ჩავარდნილიყო, ჩაფრენოდა ამას და შიეკავებია ტანი. აი დროი იყო, რომე სოფელში არავინ არ იყო ჯერემ დაწოლილი. აი ჩავარდნილი გაჩემდა და რომ მიხთა, აწი ქე იქნება მისული ჩემი ძმაი სახჩიო, იყვირა და იყვირა, მიშველეთო! გეიგონეს კაცებმა, შამუესიენ ტყეს, შევიდენ მთელი საზოგადოება, წევიდენ ისთევლე სოფელში, გაკონეს ბაწარი, გადაასკნეს და დოუზახეს: თუ შეგიძლია, შამეისკვენი ბაწარი წელზე და ამოგიყვანთო. იშოვა ამ კაცმა აი ბაწარი, შამეიჭირა წელზე და ამეიყვანა ხალხმა და ქე მეიყვანეს შინ. იგინიზაც იმფერ უთქუამს, მე ცალკე მივდიოდი და ფეხი დამიცტაო. ამ უმფროსმა აი რა იცოდა, დეინახა აი ხალხი, იფიქრა, კი მიზამენ საკადრისო და შიეშინა.
.
ასთე იყო აი ანბავი, აი ბაღანე ვიყაი, რომ ყობოდენ, ხან ასთე, ხან ისთე და დამამახსონდა, თუარა ახლა არაფერი, ბჯო, აღარც მახსონობა მაქ და აღარც ხედველობა და აღარც ცნება. ძაან ძიმეა მოხუცებლობა, რათ გინდა, რამე რუმ ქონდეს, ყოლიფერი ბატონია ამასან შედარებით.
.
მთქმელი – მარიამ მოსეს ასული ინწკირველი, სოფელი ბახვი; ჩაწერილია ელენე ნიკოლაიშვილის მიერ 1985 წელს (გურული დიალექტი). (corpora.co).
.
გურული გლეხის სახლი და სასიმინდე 1880 წელი ფოტო – Музей антропологии и этнографии им. Петра Великого (Кунсткамера) Российской академии
შეიძლება იყოს 2 ადამიანი and შენობის გარეთ გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share