ხრიალეთელი ყარამან ჩხაიძე – „დაწოლის დროს დავლევდით ჩხავერს, მერე გამთფარიც ქე ვიყავით და ყორიფელი“

ამ საზოგადოებას მიქელგაბრიელი ეთქვა. იყო ამ მიქელგაბრიელჩი ხატი და იმას ეთქვა მიქელგაბრიელი. ამ თემს იმიზა აქ მიქელგაბრიელი თავიდგან.
.
მიქელგაბრიელჩი ჩვენი გვარი არ იყო. ჩვენი გვარი ჩამევიდა აცანიდან. სანამდი რევოლუცია მოხდებოდა, ჩვენ სალოცავი იქინე ქვონდა. იქინე მივდიოდით სალოცავათ. წევიყვანდით ხარს, ვაცს, მამალს. შამოგვარებდენ თავზე მამალს, ვაცს, მოზვერს. თუ მორჩებოდა ავანთტყოფი, წეიყვანდენ, რაც შამორებული იყო, იმას და დაკვლიდენ იქინე. მეიყრიდენ აი ხალხი თავს და იქეიფებდენ, ხატს ფარას შეწირვიდენ. მერე წამევიდოდენ. ყოოლთვინ კარ წევიდოდენ, წელიწათში ერთხელ წევიდოდენ, მთავარანგელოზობას უძახდით ჩვენ, მაშვინ წევიდოდენ. თავარანგელოზობა იყო გიორგობისთვეში.
.
აქანაჲც იყო სალოცავი. აქანაჲ ხონდენ მიქელგაბრიელის სალოცავი სხვადასხვა ხალხს გვარობით, მარა ჩვენი კარ იყო. ჩვენი გვარი იყო ჯაყელის კაცი. ჯაყელი იყო ჩვენი ბატონი. რავარც ღარიბი ბატონები, მაგინს მეტი სისასტიკე ხონდა. ძალას გვატანდენ, ბრეûლ უნდა გემუშავია, რომ კაი ცხოვრება შიეძინა იგინს ამ ჩვენი მუშოობით. ჩვენ გაჭივრებაში ვიყავით, ვერ უძლებდით. ტანჯი ბრეûლი ხონდენ. საჭმელი ნაკლები ხონდა.
.
ტანზე არ გვეცვა, ფეხზე არ გვეცვა. იძულებული იყო ხალხი, გაქცეოდა მას. ჩვენ თავს ვიხსნიდით, ფარას ვაძლევდით, მარა ბატონი მიწას არ გვაძლევდა და იძულებული ვიყავით წავსულიყავით სხვა ბატონთან. მივდიოდით უმფრო დიდარ ბატონთან. მიელაპარიკებოდენ სხვა ბატონს. მერე გამეიპარებოდენ იქიდან და მევიდოდენ ამ ბატონთან. აჲ ბატონი სანადელოთ აძლევდა უმფრო ნაკლებ ფასეფში მიწას. ჩვენ პატივს ჶცემდით.
.
ერთი დღეი დათქმული ქვონდა, ქათმის ფერხვას უძახოდით, იმ დღეს მუუტანდით ბატონს ძღვენს: ხაჭაპურეფს, ღორის თავს და საჯიქიოს – იმ თავის წანაჭარია საჯიქიო, ყველაზე კაჲ ხორცია – ნასუქებ ქათამს, ბატს, ინდოურს მუუტანდით. ბატონი კამპანიას გაგვიწყობდა. ვადღინძელებდით პირველად ბატონს, მერე ხენწიფეს ვადღინძელებდით, მერე ბატონის ცოლ-შვილს და მივხობოდით ასთე. ჩვენი გვარი წამევიდა აცანიდან, ორი დედ-მამის შვილი.
.
ერთი დედ-მამის შვილი დადგა ხრიალეთში, მიორე დედ-მამის შვილები – ზემო ხრიალეთში, ჯიხურის არემარეზე. აქანაი იყო იმფერი ტყეი, რომ თვალს ვერ უუსტვენდი: წაბლი, მუხა, ცაცხვი და წიფელა ბრეûლი იყო. ამას რომ გავკაფდით, ერთი ქცევა გვეყოფოდა. ერი ქცევა კმაროდა ხარჯათ. ასი ფუთი სიმინდი და ღომი მოდიოდა. უყი მიწები იყო და იმიზა მოსავალი ბრეûლი მოდიოდა. ჩვენ ფაცხაში ვიყავით მაშვინ, იმდენათ ღარიბი ვიყავით. ღომის ჩალას გავაკეთებდით ქვეშ საგებათ. ღომის ჩალა ქვონდა ბაწრით ახსმული. ცეხთან აქიდან-იქიდან დევიგებდით.
.
დაწოლის დროს დავლევდით ჩხავერს. მერე გამთფარიც ქე ვიყავით და ყორიფელი. ცეხლი ღამე იყო დიდი. ჯინკეფს ეკიდებოდა გათენებამდი. მაშვინ წამალი არ იყო. თუ ბრუჲს სხმაჲ ექნებოდა კაცს, იმას სისხს გამუართუმდენ საპურხაოსან ან ცხვირში და ჩაქრებოდა იგი. მერე შამოვიდა განათლება. მერე თანდათანობით გევიგეთ ყორიფელი. პირველათ გაშენდა ხეხილები, მერე გაშენდა ვენახები. მერე შამევიდა ჩაი.
.
ჩაი პირველათ აქანაჲ მიშა ნაკაშიძემ შამეიტანა, საფრანგეთიდან მეიტანა. მერე თანდათანობით მეიტანეს ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი. ლიმონი, ფორთოხალი და მანდარინი პირველად ნაკაშიძემ შამეიტანა. საფრანგეთიდან მეიტანა. იგი იარებოდა საფრანგეთში და მოქონდა იქიდან ამფერი ჯიშიერი ხეხილები და რგავდა მის ბახში. ჩვენ გვეხვეწებოდა: წეიღეთ, დარგით თქვენ არდგილჩიო. ყველაზე წინ ნაკაშიძიდან წამეიღო და დარგა კირილა ჩხაიძემ. ჩვენ მერე გადვიტანეთ, ხალხმა, და დავრგით. ჩვენ ვრგვიდით არშინ-ნახევარში სიგანეზე. ყინვამ გაგვიხმა, მარა მაინც არ დავანებეთ თავი.
.
მთქმელი: ყარამან ჩხაიძე სოფელი შრომა – ხრიალეთი; ჩამწერი გრიგოლ იმნაიშვილი 1962 წელი; (გურული დიალექტი)
შეიძლება იყოს nature გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share