გალაკტიონი და ბახმარო

ექიმმა გამომიწერა –
მარტო ჩაი და კისელი.
კისელისათვის წავიდა
ოლია დარბაისელი.
ვზივარ და ვუცდი ამ კისელს –
მაგრამ რას ელი, ვის ელი?
კისელს ვინ ჩივის, არა ჩანს
ქალი მტკიცე და ფხიზელი.
ოღონდ შენ მოდი, ოლია,
კისელს მოემტვრეს კისერი.
ვწერ ამ ლექსს გალაკტიონი,
თბილისელ-ქუთაისელი.
.
გალაქტიონი – ბახმარო 1925 წელი
ფოტოები გაზეთ დროების სურათებიანი დამატებიდან – ბახმარო 1909 წელი
კახა ჩავლეშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share