„სასიკვდილო საფრთხის წინაშეა საქართველო, სანამ ესენი ხელისუფლებაში არიან, მოვედი, სიცოცხლეს ვრისკავ და ჯანმრთელობას ვწირავ“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ლავროვმა საქართველოს მთავრობა იანუკოვიჩის მთავრობას კომპლიმენტად შეადარა.
ქართველებს უნდა გვახსოვდეს რა არის იანუკოვიჩის მთავრობა. ეს იყო ძალა, რომელმაც თავდაცვის სამინისტრო და უშიშროების სამსახური სრულად დააყენა რუსეთის კონტროლის ქვეშ და სრულად მოამზადა ყირიმის დათმობა.
საქართველოშიც იგივე არ ხდება?
ახლა ხვდებით რა სასიკვდილო საფრთხის წინაშეა საქართველო, სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში.
გავიგე და მოვედი, სიცოცხლეს ვრისკავ და ჯანმრთელობას ვწირავ“, – აცხადებს სააკაშვილი.