“ალტინფოს” ადგილობრივმა ლიდერმა მამუკა ანდღულაძემ ჟურნალისტი ნატო გოგელია სცემა.
ინცინდენტი რამდენიმე წუთის წინ სოფელ ბახვში მოხდა.
ანდღულაძემ, გოგელიას, ცემის პარალელურად დაუზიანა ტელეფონი და გადამღები საშუალებები.
ნაცემი ჟურნალისტი ამ წუთებში შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფება.
ამ წუთებში ჟურნალისტი პოლიციას ექსპერტიზაზე გადაყავთ.
ნატო გოგელია, “ალტინფოს” ადგილობრივ ლიდერს, მამუკა ანდღულაძეს, ევროკავშირის დროშის დაწვის მცდელობასთან დაკავშირებით, კომენტარისთვის ეწვია.