სახელწოდება “ოზურგეთი” წარმოიშვა ძველ კოლხური სიტყვისაგან “ოზურგი”, რაც დღევანდელ ქართულში ნიშნავს “საზურგეს” და საზურგე ნიშნავს არა მარტო ადამიანის ან ცხოველის ზურგს, არამედ მაღლობ ადგილს, რადგან პირველყოფილი მიწად-მოქმედი ტომები ცხოვრობდნენ მაღლობ ადგილზე, ამდენად ზემოTხსენებული სახელი ნიშნავს სამოსახლო ადგილს.
ოზურგეთი გაშენებულია ორ ზურგს სერისა და მოიდანახეს შორის
ზუსტი თარიღი ოზურგეთის დაარსებისა უცნობია, მაგრამ არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ ქვის ხანიდან აქ ცხოვრობდა ადამიანი.
წერილობით წყაროებში ოზურგეთი XVI საუკუნიდან არის მოხსენიებული, როგორც გურიელების სატახტო ქალაქი.
ცნობილია მისი ძველი უბნები: სერი, მოიდანახე, ლაშე-გაკირული, ბასრა, ზვანი, ექადია, სპირტელები და ა.შ.
წყარო – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება