რადიო თავისუფლების მიერ თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური სტატისტიკით, 2015 წლიდან 2024 წლამდე სამინისტროს ობიექტებზე ცხრა სამხედრო მოსამსახურემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ეს რიცხვი არ ითვალისწინებს მათ, ვისი გვამიც ბაზის გარეთ იპოვეს — საცხოვრებელ ბინებში, ქუჩაში, საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიებზე. 2012-2015 წლებში ანალოგიური მაჩვენებელი დაახლოებით ოცი იყო. ეს არ არის ციფრები, რომლებიც სტატისტიკურ ნორმად ითვლება. ეს არის რიცხვები, რომლებიც სიგნალს გვაძლევენ, რომ ქართული ჯარის შიგნით რაღაც აღარ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი 2015 წელს ამ მზარდი მაჩვენებლის ახსნად აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას, ფინანსურ პრობლემებს და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს ასახელებდა. სუიციდის პრევენციის პროგრამის შემუშავების მცდელობაც კი იყო. ათი წლის შემდეგ კი — თავდაცვის სამინისტრო ამ თემაზე საერთოდ აღარ საუბრობს. არ არსებობს პრევენციის პროგრამა, ექსპერტიზის შედეგები, წინ ვერ მიდის სახალხო დამცველის რეკომენდაციებიც, რომლებიც წლიდან წლამდე იმეორებს იმავე საკითხებს ჯარისკაცებს არ აქვთ საჭირო საცხოვრებელი პირობები, არის არაფორმალური და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სისტემა ფაქტობრივად არ არსებობს.
მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის ხდება, რომ თვითმკვლელობის ფაქტების გამოძიება სულ უფრო ხშირად არ აღწერს მომხდარს, არამედ ფარავს.
გარდაცვლილი პირების კანონიერი წარმომადგენლები წლების განმავლობაში ვერ იღებენ ექსპერტიზის ზუსტ შედეგებს. გამოძიება იწყება და წყდება. სამხედრო პოლიცია და რიგი სამხედრო პოლიციელები, ვისაც ობიექტური გამოძიების წარმართვა ევალება, ხდებიან ის ინსტრუმენტები, რომლებიც მოწმეებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით ცრუ ჩვენების მოპოვებას ცდილობენ, რათა ჯარის “რეპუტაცია” გადაარჩინონ.
„ქართული ოცნების“ მმართველობის წლებში ქართული ჯარი იქცა იმ ინსტიტუციად, რომელიც კონსტიტუციური ნეიტრალიტეტის ფარგლებს არღვევს — ბრიგადის მეთაურები ღიად ემუქრებიან ოპოზიციური განწყობების ჯარისკაცებს, წინასაარჩევნოდ სამხედროები გამოჰყავთ მმართველი პარტიის სააგიტაციო კარვებთან, ნეპოტიზმი სულ უფრო წონიანი ხდება, ვიდრე კეთილსინდისიერი მსახურება .
ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას ახალგაზრდა, პერსპექტიული სამხედრო მოსამსახურის-ჯონი ახალაიას სიკვდილი წარმოადგენს. 2022 წლის 17 აპრილს, სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში 21 წლის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს კისრის არეში მიყენებული ჭრილობით. თავდაცვის სამინისტრომ თვითმკვლელობის ვერსია გამოაცხადა, თუმცა ოჯახმა ეს ვერსია არ მიიღო.
ჯონი ახალაია, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან სენაკის სამხედრო ბაზაზე გადმოიყვანეს, იყო ბაჩანა ახალაიას შორეული ნათესავი, ყოფილი მინისტრის, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს საკმაოდ ავტორიტეტული თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ბაჩო ახალაია მტრის სიმბოლოა.
ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა ერთი ცენტრალური კითხვის გარშემო: როგორ მოკვდა ჯარისკაცი, რომელმაც დაწერა ოფიციალური საჩივარი და სიმართლის დადგენისთვის იბრძოდა?!
გთავაზობთ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ჯარისჯაცის-ჯონი ახალაიას მამის-ჯაბა ახალაიას და ჯონის მეგობრის ნიკა ოსაძის კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით :
ჯაბა ახალაია : ჯონი ჩემთვის გამორჩეული შვილი იყო, იგი მშვიდი ბუნების ბიჭი იყო. ხმას არ აიმაღლებდა, ჩხუბი არ უყვარდა, ყოველთვის გამორჩეულად დისციპლინირებული და მშვიდი იყო .
სკოლის დასრულების შემდეგ მე და ჩემი ცოლი ვცდილობდით, უნივერსიტეტში გაგვეგზავნა ისტორიის ფაკულტეტი მინდოდა დაემთავრებინა. მაგრამ ჯიუტად თქვა, რომ უნივერსიტეტი სიცოცხლის ბოლომდე ღია იქნებოდა მისთვის, ჯარში მსახურება კი უნდა მოესწრო, ამიტომ 2020 წელს წავიდა თავდაცვის ძალებში. გორის რაიონში მსახურობდა ორი წელი, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ძალიან ბეჯითად.
2022 წლის თებერვლის ბოლოს მოულოდნელად შეგვატყობინა, რომ სენაკში გადაჰყავდათ. მიზეზი კი არ ვიცოდით. ჩვენი გვარი ისეთია, რომელმაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ცხოვრება ფაქტობრივად გაგვინადგურა. ბაჩო ახალაია ჩემი ბიძაშვილის შვილია. ჯონისთვის შორი ნათესავი იყო, თითქმის უცნობი ერთი-ორჯერ ნახაა
მთელი ცხოვრების განმავლობაში, ისიც დიდ ოჯახურ შეხვედრებზე, მაგრამ მაინც პრობლემები შეექმნა ამის გამო.
2022 წლის 1 აპრილს ჯონიმ საღამოს დაგვირეკა. ცუდი ხმა ჰქონდა, თავიდანვე არ მოგვეწონა მე და ჩემს მეუღლეს, მივხვდით რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, ძალიან სევდიანი ჩანდა და როდესაც ჩავეძიეთ თუ რა მოხდა მოგვიყვა რომ სასადილოში, ბრიგადის მთელი შემადგენლობის თვალწინ, ბრიგადის მეთაურმა გელა ჯანაშიამ ფიზიკურად იძალადა მასზე. მიზეზს კი ახლავე აგიხსნით : რამდენიმე დღით ადრე ჯონიმ სადილზე ბაჩოს სახელი ახსენა, თქვა, რომ შორი ნათესავი იყო, და დაამატა, რომ მისი აზრით წინა ხელისუფლების დროს უფრო მეტი წესრიგი იყო. ვიღაც ჯარისკაცმა ეს საუბარი მიუტანა ჯანაშიას. ჯანაშიამ კი ამის გამო სცემა და გალანძღა ჩემი ვაჟი. ძალიან დამწყდა გული რომ ჩემს შვილს სრულიად უმიზეზოდ გაუმართლებლად ამგვარად მოექცნენ და შემეშინდა კვლავ არ გამეორებულიყო მსგავსი შემთხვევა, ჩემი წინათგრძნობა კი სამწუხაროდ მართალი აღმოჩნდა.
6 აპრილს ჯონი არ პასუხობდა ტელეფონს. შემდეგ მან თვითონ დაგვირეკა ზუგდიდის კლინიკიდან. მოგვიყვა რომ გამთენიის ოთხ საათზე ბაზის საერთო საპირფარეშოში თავი დაესხა ორი ძლიერი აღნაგობის უცნობი მამაკაცი რომლებმაც უმოწყალოდ სცემეს. იმავე ცემაში მოყვა ახალგაზრდა ჯარისკაცი ნიკა ოსაძე, რომელმაც ჯონის დახმარება სცადა.
ეს ცემა შემთხვევითი არ ყოფილა. სამხედრო ბაზაზე გამთენიის ოთხ საათზე უცხო ადამიანები არ შემოდიან. ბაზას აქვს დაცვის სისტემა, საგუშაგოები, შემოსასვლელი წერტილები, ვიდეოსამეთვალყურეო კამერები. ან ეს თავდამსხმელები შიგნიდან იყვნენ , ანუ თავად ბაზაზე მსახურობდნენ , ან მათ შესვლის უფლება მისცა ვიღაცამ ხელმძღვანელობიდან. სხვა ვერსია არ არსებობს. ცემამდე ხუთი დღით ადრე ჯანაშიამ თვითონ სცემა ჯონი საჯაროდ და რაღა გასაკვირია მეორე ჯერზე რომ სხვები მიეგზავნა?!.
ჯონიმ სამედიცინო დაწესებულებაში გაიარა მკურნალობა და სჯეროდა, რომ კანონის გზით სამართლიანობას მიაღწევდა. სამხედრო პოლიციაში წერილობითი საჩივარი შეიტანა ცემის ფაქტზე, გამოძიების მოთხოვნით. ამბობდა რომ არ დანებდებოდა რომ ხმა უნდა გაეღო რათა შემდეგ სხვასაც არ მოქცეოდნენ ასე, იბრძოდა, ჩემი შვილი ნამდვილად იბრძოდა და შუა ბრძოლაში უმიზეზოდ არ დანებდნებოდა. ეს აბსურდულია ჩემთვის.
2022 წლის 17 აპრილს დილის საათებში ტელეფონმა დარეკა და შემატყობინეს რომ რომ ჯონი გარდაცვლილი იპოვეს ბაზაზე. თან გარდაცვალების მიზეზად ,,თვითმკვლელობა’’ დაასახელეს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ მაშინ მე რა ვიგრძენი და განვიცადე,ამას მტერსაც კი არ ვუსურვებდი არასოდეს, შინაგანად გავნადგურდი და დავიფერფლე, ჩემი მეუღლე კი ადვილად წარმოსადგენია რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა. საშინელი უსამართლობა იცით რა არის ? ჯერ ცხედარი არ იყო სახლში მოსვენებული, სამთავრობო მედიები ამტკიცებენ თავი მოიკლაო და სრული ექსპერტიზის შედეგებს არ გვაძლევენ, დღემდე არ მოუციათ და თუ დასამალი არაფრი აქვთ რატომ გვარიდებენ თავს?!
მე ვიცნობდი ჩემს შვილს. ის არ იყო კაცი, რომელიც თავს მოიკლავდა, თანაც მაშინ როცა თვითონ ამბობდა რომ ბრძოლას აპირებდა. ახალი მოყვანილი ყავდა ცოლი, უამრავი გეგმა ქონდა ცხოვრებაში, ბინის ყიდვა უნდოდა, ოცნებობდა 5 შვილი ყოლოდა, თავის დას ხშირად უზიარებდა მის გეგმებს, ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ჩემი ქალიშვილი ვერ იხსენებს ვერც ერთ საუბარს, რომ ჯონის მისთვის “თავის მოსაკლავი” პრობლემები გაეზიარებინოს.
თავს რომ არ მოიკლავდა ეს დაზუსტებით ვიცი და მაშინ ვის უნდა მოეკლა? ჩემი მონაყოლიდან ამაზე პასუხის გაცემა რთული არ იქნება. მე 100 % ვერ დავადებ ვერავის ხელს შესაბამისი სამხილების გარეშე, მაგრამ ამ სამხილებს რომ არავინ მაჩვენებს ერთადერთი რაც დამრჩენია ჩემი ეჭვის გამოხატვაა, საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვისა , რომ ჯონი გელა ჯანაშიამ გაიმეტა, მას კი დავალება კიდევ უფრო მაღალი ეშალონებიდან მიეწოდა.
ჯონი ახალაიას მეგობრის ჯარისკაც ნიკა ოსაძის მონათხრობი რომელიც თავად შეესწრო რიგ ინციდენტებს :
ჯონი 2022 წლის გაზაფხულზე გადმოვიდა ჩვენთან. დავმეგობრდით და ერთ ოთახში ვცხოვრობდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შემიძლია მის პიროვნებაზე ის გითხრათ რომ ძალიან კარგი, თავაზიანი, კეთილშობილი და მეგობრული ადამიანი იყო.
2022 წლის 1 აპრილს სასადილოში ვიყავი ხალხმრავალ სასადილოში . მახსოვს ჯანაშია შემოვარდა და იყვირა ,,სად არის ახალაიაო“. როცა ჯონი ფეხზე წამოდგა ჯანაშიამ კისერში ხელი ჩაავლო და თავი მაგიდაზე დაარტყმევინა. შემდეგომ კი მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ბოლოს კი კიდევ ერთხელ უხეშად მოკიდა კისერში ხელი, თავი მაგიდაზე დაადებინა და ფაქტობრივად ახრჩობდა.
6 აპრილს გამთენიისას, საპირფარეშოდან ხმაური მომესმა, ვიცანი ჯონის ხმა იყო და გარეთ გავვარდი. დავინახე ორი ძლიერი მამაკაცი, შავ სპორტულ ტანსაცმელში, სამედიცინო პირბადეებით ჯონის სცემდნენ. მეც ჩავერიე თუ არა ცემის მსხვერპლი გავხდი და კიდევ კარგი ოთახებიდან გამოსული სხვა ჯარისკაცების გამოსვლამ გვიშველა.
ჯონიმ სამხედრო პოლიციაში წერილობითი საჩივარი შეიტანა და ბრძოლა დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ არც დასცალდა ბოლომდე მიეყვანა საქმე, პოლიციას მეც მივეცი ჩვენება.
2022 წლის 17 აპრილს ბაზაზე გავრცელდა ცნობა, რომ ჯონი გარდაცვლილი იპოვეს, ოფიციალური ვერსია კი თვითმკვლელობა იყო. ბაზაზე არავინ დაიჯერა ეს მიზეზი, არც მე და არც მისმა ოჯახის წევრებმა. ჯონი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე საჩივარი დაწერა, რომელიც კანონის გზით მოქმედებდა და რომელიც სიმართლის დადგენისთვის იბრძოდა არ გადაწყვეტდა სიცოცხლის დასრულებას.
მე არ შემიძლაი პირდაპირ ვინმე დავადანაშაულო, მაგრამ საპირფარეშოს თავდასხმასთან ჯანაშია შესაძლოა იყოს დაკავშირებული, ამას არ გამოვრიცხავ ლოგიკური კავშირების გამო. მე კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ დაადასტურებს , ვინ იყო თავდასხმის ორგანიზატორი, არ მაქვს . ეს მხოლოდ ეჭვია რომელიც იმ მოვლენების ფონზე მიჩნდება რომელიც მანამდე მოხდა. ჯანაშიასა და ჯონის შორის კონფლიქტი არსებობდა ეს კი უეჭველი ფაქტია, მეტი მე არაფრის თქმა არ შემიძლია – აცხადებს ჟურნალისტთან საუბრისას რიგი ინციდენტების მოწმე, ახალგაზრდა ჯარისჯაცი ნიკა ოსაძე
რედაქციის კომენტარი : საქართველოს თავდაცვის ძალები, რომელიც კონსტიტუციით პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუცია უნდა იყოს, ბოლო წლებში გადავიდა პარტიული მართვის ქვეშ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ბრიგადის მეთაურები საჯარო შეკრებებზე ემუქრებიან ოპოზიციური განწყობების ჯარისკაცებს ,,მძიმე პრობლემების შემქნით’’.
2024 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოს დემოკრატიული მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის კრიტიკის ქვეშ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.
ოპოზიციური ჯგუფებისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ქვეყანაში ასზე მეტი ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლად.
European Union-მა გაამკაცრა პირობები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის კონტექსტში, ხოლო United States-მა სანქციები დააწესა კონკრეტულ მაღალჩინოსნებზე, რაც მიუთითებს დასავლეთის მზარდ შეშფოთებაზე სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობის მიმართ.
ამ ფონზე მიღებული კანონები — მათ შორის sogenannte „უცხო აგენტების“ რეგულაცია, ლგბტქ+ თემთან დაკავშირებული შეზღუდვები და საპროტესტო აქციებზე მაღალი ჯარიმები — კრიტიკოსების მიერ აღიქმება როგორც სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის ინსტრუმენტები.
ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძისა და გიგი უგულავას მიმართ დაწყებული სამართლებრივი პროცესები ხშირად განიხილება როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, თუმცა ხელისუფლება ამას უარყოფს და მათ სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს.
ახალგაზრდა ჯარისკაცის ჯონი ახალაიას ბურუსით მოცული სიკვდილი ამ კონტექსტში განსაკუთრებით მწვავე შემთხვევად აღიქმება — როგორც დარგის ექსპერტები ამტკიცებენ, ეს შეიძლება იყოს სისტემური პრობლემების უკიდურესი გამოვლენა
ცხადი ფაქტი ის არის, რომ გელა ჯანაშია — ბრიგადის მეთაური, რომელმაც საჯაროდ იძალადა ჯონიზე დღემდე ბრიგადის მეთაურის თანამდებობას იკავებს. გელა ჯანაშიას წინააღმდეგ არც ერთი სამართლებრივი ნაბიჯი ფაქტობრივად არ გადადგმულა.
ჯონის ოჯახი დღემდე ელოდება პასუხს თუ რა გახდა გარდაცვალების რეალური მიზეზი, მაგრამ გამოძიება ამ დრომდე “დუმს”.
სარედაქციო პოლიტიკის გათვალისწინებით ჩვენ დავუკავშირდით გელა ჯანაშიას, რომელმაც განაცხადა, რომ მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებამდე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ გეგმავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოჯახი დაელოდოს ოფიციალურ შედეგებს და პროცესს მიეცეს შესაძლებლობა, სამართლებრივ ჩარჩოში განვითარდეს.
ამასთან, ჯანაშიამ ოჯახის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლო და აბსურდული უწოდა.








