გურულების სახასიათო ისტორიებიდან

”გურიაში, სოფელ ბახვში ჩასულ უცხოელ მეღვინეს გურული უყვება: – ახლა ადესას ვსვამ აი არაა კაი ღვინო, ადრე ჩხავერი იყო ე! იი იყო კაი ღვინოო! თანაც უხსნიდა სხვაობას ამ ღვინოებს შორის, მაგრამ ეტყობა თარჯიმანმა მთლად კარგად ვერ გადასცა ეს ამბავი და ბოლოს იკითხა მეღვინემ:
– რა ძირითადი განსხვავება არის ჩხავერსა და ადესას შორისო.
– ძირითადი სხვაობა იია ძამია, რომე ჩხავერს, რომ ვსვამდი მაშინ ცოლს ღამმე ვაღვიძებდი, ახლა გლახა ღვინოს, რომ ვსვამ ცოლი აქეთ მაღვიძებსო” – წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი კახა ჩავლეშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share