საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელმა დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ როგორც მის ასევე მისი შვილის მიმართ მუქარა განხორციელდა და აღნიშნულ პრობლემას ყველა შესაბამისი სტრუქტურა, მათ შორის ევროპის პარლამენტი შეისწავლის.
“მეგობრებო, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დამატებით გაცნობებთ, რომ მუქარა განხორციელდა, როგორც ჩემს მიმართ, ასევე ჩემი შვილების მისამართით, რომელთაგან ერთერთი, გარდა იმისა, რომ საფრანგეთის მოქალაქეა, ის გახლავთ ამავე ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი სტრუქტურის წარმომადგენელი.
ზემოთ არნიშნულიდან გამომდინარე, მისი კოლეგების მხრიდან მყისიერმა რეგირებამ არ დააყოვნა და ამ სკითხს ყურადღებით შეისწავლის ყველა შესაბამისი სტრუქტურა. მათ შორის ევროპის პარლამენტი”, – წერს სულაშვილი.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე სოციალური ქსელში საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორის, ნუგზარ სულაშვილის მიმართ მიწერილ მუქარას წერილს ეხმაურება და წერს, რომ ეს ყველაფერი ყალბია.
საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუგზარ სულაშვილმა სოციალურ ქსელში მიმოწერის ფოტოს გამოქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მას “ქართული ოცნების” დეპუტატი, დიტო სამხარაძე ემუქრება.