ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
მისი თქმით, რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის დასაცავად აქტიური დიპლომატიური მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩვენ ეს შევძელით! კვიპროსმა დაადასტურა, რომ ის არ დაბლოკავს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის Swift-ის აკრძალვის შესახებ. უკრაინული დიპლომატია აგრძელებს 24/7-ზე მუშაობას, რათა მიაღწიოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და დაიცვას უკრაინა რუსი დამპყრობლებისგან“, – წერს კულება.
შეგახსენებთ, საერთაშორისო საგადასახადო სისტემა Swift-დან რუსეთის გათიშვას მხარი გერმანიამ და იტალიამაც დაუჭირეს.