ჰარვარდის უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს 2020 წლის განმავლობაში 100 უფასო ონლაინ კურსს სთავაზობს. უნივერსიტეტმა მათ გასავლელად ყველა ბარიერი მოხსნა.
უფასო ონლაინ კურსების გავლა ყველა საერთაშორისო სტუდენტს შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. უნივერსიტეტი არ ითხოვს თანხას არც რეგისტრაციისთვის და არც ლექციებისთვის. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ჰარვარდი საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს გასცემს. რეგისტრაციისთვის დედლაინი დაწესებული არ არის.
უფასო ონლაინ კურსები თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ჩამონათვალი ასეთია:
- ხელოვნება და დიზაინი;
- ბიზნესი;
- კომპიუტერული მეცნიერებები;
- მონაცემთა მეცნიერება;
- განათლება და პედაგოგიკა / სწავლება;
- ჯანმრთელობა და მედიცინა;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- ტექნიკური მეცნიერებები;
- პროგრამირება;
- ბუნებისმეტყველება;
- სოციალური მეცნიერებები და ა.შ.