„სისხლის სამართლის დამნაშავეა… წყალი არ გასდის ამ ბრალდებას“ – შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

„სისხლის სამართლის დამნაშავეა ადამიანი, ყველამ რომ იცოდა, წყალი არ გასდის ამ ბრალდებას, 2018 წლიდან უკვე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც იყო“, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რომ არა უსაფრთხოების სამსახური და რომ არ მოეხდინათ სააკაშვილის დროული დაკავება, რა გვექნებოდა დღეს ქალაქში, ქუჩებში, რა არეულობა, ვისი ტანკი იდგებოდა და ვისი ავტომატი გავარდებოდა ამ ქვეყანაში.

 

„სინამდვილეში ყველაზე დიდი მეგობარი მიხეილ სააკაშვილის დღეს არიან ექიმები და ქართული სახელმწიფო, რომელიც ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რომ მან უარი თქვას თვითდაზიანებაზე და იყოს ჯანმრთელი. ის მეგობრები, რომლებიც მას ამისკენ უბიძგებენ, იგივე მეგობრები არიან, რომლებიც მას, როგორც დამნაშავეს იფარავდნენ ევროკავშირში.

სისხლის სამართლის დამნაშავე ადამიანი, ყველამ რომ იცოდა, წყალი არ გასდის ამ ბრალდებას, 2018 წლიდან უკვე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც იყო. 2019, 20, 21 წლები დადიოდა ევროპაში, ბრიუსელში, სტრასბურგში… ხალხი, რომელიც სააკაშვილი საქართველოში შემოპარვამდე სამი დღით ადრე მას სემინარებს უწყობდა და იწვევდა როგორც სტუმარს, ის ხალხი დღეს რომ რამეს ლაპარაკობს პრეტენზიებით, ხალხი, რომელმაც ქართველი ხალხის წინაშე დააშავა, სწორედ იმით, რომ მფარველობდნენ მას და უბიძგებდნენ, რომ თავში ეს აზრები გაევლო, შემოპარულიყო საქართველოში, აერია აქ ქვეყანა, და ღმერთმა უწყის, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახური და რომ არ მოეხდინათ მისი დროული დაკავება, რა გვექნებოდა დღეს ქალაქში, ქუჩებში, რა არეულობა, ვისი ტანკი იდგებოდა და ვისი ავტომატი გავარდებოდა ამ ქვეყანაში.

საქართველო გადაარჩინა ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა. საქართველო გაწირეს მიხეილ სააკაშვილის ქართველმა და უცხოელმა მეგობრებმა იმ არეულობისთვის, რაც დაგეგმილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს თავისი შემოპარვით”, – აცხადებს პაპუაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share