რას წერდა გაზეთი Times გურულების შესახებ – 1855 წელი

იმპერატორ ალექსანდრე II კორონაციას მიძღვნილი ღონისძიებების აღწერაში არის უცხური პრესაში გამოქვეყნებული სტატიების ანოტაცია, მათ შორის გაზეთ Times კორესპონდენტის ვილიამ როსსელის სტატიის შინაარსის აღწერა, როსელი აღწერს იმპერატორის კორტეჟს, რა დროსაც განსაკუთრებულად აღნიშნავს კორტეჟის წევრ ორ გურულს –
„მათ შორის ორი იპყრობდა განსაკუთრებულ ყურადღებას: ერთი მათგანი დიდებული თურქული იერის მქონე გახლდათ, ჰქონდა ხშირი და დიდი წვერი, თავზე ეხურა მაღალი ჩალმა, ძვირფასი ნაჭრის ისეთი ძველებური ტანსაცმელით იყო შემოსილი, რომ მისი შეხედვის შემდეგ უნებლიედ მეხსიერებაში წარმოგიდგებოდათ რემბრანტის ნახატზე გამოსახული ქურუმის სახე, ან რომელიმე ძველი მოგზაურის წიგნებში არსებული სულთანის გამოსახულება.
.
მეორე გახლდათ ახალგაზრდა დეპუტატი გურიიდან, თავზე დამაგრებული ჰქონდა ალმასებით მორთული თხელი ოქროს ფირფიტა, რომლის ქვემოდანაც ტალღისებურად გადმოშლილი თმები მხრებზე ჰქონდა გადაფენილი. ის იყო საოცრად ლამაზი და ამხედრებული იყო ასევე საოცრად ლამაზ ცხენზე. ეცვა ლურჯი ხავერდის ულამაზეცი ტანსაცმელი, რომელზეც ბრწყინავდა ძვირფასი ქვები. რუსეთის ქვეშევდომობაში მყოფი ამ ხალხის წარმომადგენლებს ყველაზე დიდი ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ უცხოელები. მათ ისე ჩაიარეს ჩვენს წინ როგორც ათასერთი ღამის ზღაპრის სიზმარმა!“
.
Русский вестник. 1856. Т. 5.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share