“დიდი მადლობა…რომ მოვხვდი თვით კეზერას…”განსაკუთრებით რეიტინგული მტრების შავ სიაში”-ლალი მოროშკინა

პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოცქსელში წერს:

„დიდი მადლობა, რომ მოვხვდი თვით კეზერას “განსაკუთრებით რეიტინგული მტრების შავ სიაში”.
წარმოუდგენელი არმაგედონი ტრიალებდა ჩემს თავს თითქმის ერთი თვეა.
მაგრამ!
ეტყობა სტოკჰოლმის სინდრომი დამეწყო
დამიბრუნეთ ტროლები და ბოტები ფარჩაკებო!
დამიბრუნეთ ანონიმური მპოსტავები და კიდე ის
გალაქული ბიჭები, დიდი საათებით და პატარა სპორტული მანქანებით, ვითომ გასაცნობად არსაიდან აღმოცენებულები!
მოვიწყინე ვაახ!

P.S.ასე შეგაშინათ გაზის ბალონმა და ელექტრო შოკმა?ეეხ,არადა როგორ მიყვარს დამწვრის სუნი…“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share