მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გერმანელებმა პეტიცია შეადგინეს.
“გაათავისუფლეთ პუტინის მტერი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი – მოაწერეთ ხელი ახლავე!” – ამ სათაურით პეტიციის ხელმომწერი გერმანიის საზოგადოება გერმანიის კანცლერს მიმართავს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი პირადად პუტინის ბრძანებითაა მოწამლული და სიკვდილს ებრძვის.
ხელმომწერები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში უნდა გადაიყვანონ, თუმცა “ამისთვის საჭიროა ევროკავშირისა და ამერიკის ზეწოლა საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებაზე”.
ხელმომწერები მოუწოდებენ კანცლერს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იზრუნოს ივანიშვილის სანქცირებაზე, იმისთვის რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს.