1-ლი თებერვლიდან მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გავაუქმოთ, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მინდა ვისაუბრო ფრენებზე, რაც ჩვენი და ტურისტული განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. 1-ლი თებერვლიდან მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გავაუქმოთ, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებს და მოქმედებდა საქართველოში, ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც სურვილს გამოთქვამენ, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით და ეს შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.