თითქმის ერთი კვირაა აჭარა გურიის მეთევზეები და თევზჭერის მოყვარულები ამ ორი მხარის შავი ზღვის სანაპიროებზე და შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეების შესართავებთან არიან მობილიზებული.
მიზეზი მარტივია… ბოლო დღეებია სანაპიროს ათასობით კალმახი მოაწყდა.
თითოეული მათგანის წონა ერთ კილოგრამს აღემატება.
ამის მიზეზი მეზობელ თურქეთში, კერძოდ ქალაქ ტრაპიზონთან არსებულ, ერთ ერთ სათევზე მეურნეობაში მომხდარი ინცინდენტია.
რომლის დროსაც მეურნეობის თევზსაშენის ბადე, რომელიც შავ ზღვაში იყო, გაირღვა და კომპანიის “მარწუხებს” თავი ათეულ ათასობით კალმახმა დააღწია.
უმრავლესობა მათგანი აჭარა გურიის სანაპიროს მოაწყდა-სადაც ამ წუთებში მათზე, სარფიდან ფოთამდე, ათასობით მეთევზე ნადირობს.
კომპანიამ მილიონობით ზარალი განიცადა, წინასწარი მონაცემებით, კერძო კომპანიიდან ათას ტონაზე მეტი კალმახი გავიდა.